ადამ კადიროვი

კადიროვმა 16 წლის შვილი პუტინის სახელობის "სპეცრაზმის უნივერსიტეტის" კურატორად დანიშნა

ადამ და რამზან კადიროვები
Spektr.press

ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა, თავისი 16 წლის ვაჟი ადამ კადიროვი ვლადიმირ პუტინის სახელობის რუსეთის სპეციალური დანიშნულების ძალების უნივერსიტეტის კურატორად დანიშნა.

ინფორმაციას თავად ჩეჩნეთის ლიდერი საკუთარ Telegram არხში ავრცელებს:

"ძვირფასი ძმის, უნივერსიტეტის ხელმძღვანელის, ბაიბეტარ ვაიხანოვის თხოვნით, მივიღე ადამ კადიროვის კურატორად დანიშვნის გადაწყვეტილება. ის კარგად იცნობს ამ დაწესებულების საქმიანობას კარგად იცნობს და ვთვლი, რომ დაკისრებულ მოვალეობებს შესანიშნავად შეასრულებს".


კადიროვის 15 წლის შვილის დაჯილდოებები და თანამდებობებზე დანიშვნები მას შემდეგ დაიწყო, რაც მოზარდმა კამერის წინ სცემა ყურანის დაწვაში ბრალდებულს. ვიდეომ რუსეთის საზოგადოების ნაწილში უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა პოლიციამ საქმის წარმოებაზე უარი თქვა, გამართლებით, რომ ადამის ასაკის მოზარდის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს ვერ აღძრავდნენ. თუმცა აღსანიშნავია, რომ ასაკის გათვალისწინებით ოფიციალურად მას არც ზოგიერთი ნახსენები ორდენის მიღება შეეძლო.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადამ კადიროვი ათობით სხვადასხვა ორდენით დააჯილდოვეს.

2023 წლის ნოემბერში ადამ კადიროვი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული შეიხ მანსურის სახელობის ბატალიონის კურატორად დანიშნეს.

კომენტარები