რუსული კანონი

მდინარაძე წითლიძეს: უზრდელი ხარ

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, ანა წითლიძესა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. წითლიძემ მდინარაძეს მშიშარა, მდინარაძემ წითლიძეს კი უზრდელი უწოდა.

დეპუტატები ერთმანეთს პარლამენტის შენობაში მაშინ დაუპირისპირდნენ, როცა მდინარაძემ იურიდიული კომიტეტის სხდომა დატოვა. ანა წითლიძე რუსული კანონის განხილვის დროს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

ანა წითლიძე მამუკა მდინარაძეს კითხვებზე პასუხის გაცემას სთხოვდა.

წითლიძე: "მერე როდის უპასუხებ, მარტო რომ დადგები ტრიბუნასთან? 

მდინარაძე: რათ გინდა ასეთი თეატრალობა.

წითლიძე: ძალიან კომფორტულია ეგრე? აი, მაგიტომ ხართ მშიშრები და მაგიტომ ხარ მშიშარა. კითხვების დასმის შესაძლებლობას რომ არ გვაძლევ კომიტეტზე, მაგიტომ ხარ მშიშარა. ჩამოდი და შეკითხვებზე მიპასუხე, სხდომიდან კი არ უნდა გამომაგდო, შე მშიშარა.

მდინარაძე: უზრდელი ხარ.

წითლიძე: სიტყვები შეარჩიე, შე მშიშარა.

მდინარაძე: სიტყვები შენ შეარჩიე.

წითლიძე: კომიტეტიდან გამოგვაგდე, კითხვებზე არ გვიპასუხე და გაიპარე, რა მაგარი ხარ.

დღეს, 29 აპრილს რუსულ კანონს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილავენ. სხდომა ხმაურისა და კამათის ფონზე მიმდინარეობს. ამ დროისთვის, სხდომათა დარბაზიდან 7 ოპოზიციონერი დეპუტატია გაძევებული.

კომენტარები