ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ბლინკენი: იმედია, ჰამასი მიიღებს ისრაელისგან გამორჩეულად გულუხვ შეთავაზებას

AP Photo/Mark Schiefelbein, Pool

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი ენტონი ბლინკენი რიადში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე იმყოფება, სადაც თქვა, რომ იმედი აქვს, ჰამასი ისრაელის გამორჩეულად გულუხვ შეთავაზებას ცეცხლის დროებით შეწყვეტასა და მძევლების დაბრუნებაზე მიიღებს.

"ჰამასს წინ უდევს განსაკუთრებულად, განსაკუთრებულად გულუხვი შეთავაზება ისრაელის მხრიდან. მათ უნდა გადაწყვიტონ, და უნდა გადაწყვიტონ სწრაფად. იმედი მაქვს, ისინი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ" - თქვა ენტონი ბლინკენმა. 

ჰამასის წარმომადგენლებმა 27 აპრილს დაადასტურეს, რომ ისრაელისგან ცეცხლის დროებით შეწყვეტის საკითხზე შემოთავაზება მიიღეს და მსჯელობის შემდეგ შესაბამის პასუხს გასცემენ. აქამდე ჰამასის მთავარი მოთხოვნა, რომელსაც ისრაელი კატეგორიულად არ განიხილავდა, იყო ღაზიდან ისრაელის თავდაცვის ძალების სრულად გაყვანა

კომენტარები