ბრეგაძე: სააკაშვილმა სტრასბურგიდან საჩივარი გაიხმო, თქვა, რომ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

25 აპრილს სტრასბურგის სასამართლოდან მივიღეთ შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის მიხეილ სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. 18 აპრილით დათარიღებულ წერილში ნათქვამია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის სიცოცხლისთვის სახიფათო.

ევროპული სასამართლოს მიერ იუსტიციის სამინისტროს ეთხოვა კომენტარის გაკეთება 10 მაისამდე, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

დღეს გავაგზავნეთ შესაბამისი პასუხი, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნამდვილად არ ყოფილა სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელი, რაც დადასტურდა თავად სტრაბსურგის სასამართლოს მიერ 2023 წლის 11 მაისს, როდესაც მსჯავრდებულ სააკაშვილს უარი ეთქვა პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანაზე, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ვთხოვეთ განსახილველ საქმეთა ნუსხიდან საქმის ამორიცხვის ფაქტი.

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე.

კომენტარები