რუსული კანონი

წულუკიანი: თუ პრეზიდენტი სასახლიდან ცხვირს გამოყოფს, ამ გამზირზე ვერ გამოივლის

მან თავისი თანამებრძოლები ანუ ჩვენ გაგვყიდა, ეს კიდევ არაფერი, მან გაყიდა ქართველი ერი. ამიტომ, ის თუ ორბელიანების სასახლიდან გაბედავს და იმედი მაქვს, გაბედავს და ცხვირს გამოიყოფს, ამ გამზირზე ის ვერ გამოივლის, იმიტომ, რომ მან შეგვარცხვინა.

მან ძალიან ბევრი მავნებლური ნაბიჯი გადადგა ქართველი ერის წინააღმდეგ საერთაშორისო ასპარეზზე, რეალურად, შეგვიძლია ხმამაღლა ვთქვათ, რომ სამწუხაროდ, ჩვენი პრეზიდენტი ღამურად ჩამოყალიბდა.

თუ რას ნიშნავს ღამურა, ალბათ ამისთვის მას მოუწევს ქართული ლიტერატურის და ქართული კულტურის მამების ნააზრევებს უფრო კარგად გაეცნოს.

ამბობს თეა წულუკიანი TV იმედთან სალომე ზურაბიშვილზე. პრეზიდენტმა რუსული კანონის დასაცავ "საერთო-სახალხო შეკრებას" პუტინის ტიპის ქმედება უწოდა.

კომენტარები