რუსული კანონი

ივანიშვილი: კანონპროექტების ინიცირებისთვის დრო იდეალურად არის შერჩეული

ენერგიას, რომელიც შემოდგომისთვის უნდა დაეგროვებინათ, ახლა ისინი ქუჩაში ნაადრევად ანიავებენ. 

ამიტომ, ლგბტ პროპაგანდისა და ნჯო-ების შესახებ კანონების ინიცირებას ორმაგი სარგებელი ჰქონდა - ერთის მხრივ, ამ საკითხების საკანონმდებლო მოწესრიგებას ალტერნატივა არ აქვს, მეორე მხრივ, დასაგროვებელი ენერგიის ნაადრევი ხარჯვა ისედაც დასუსტებულ აგენტურას ძალას ბოლომდე გამოაცლის

შესაბამისად, კანონპროექტების ინიცირებისთვის დროც იდეალურად არის შერჩეული - ამ პროცესებში, ქვეყანას და ხელისუფლებას არაფერი დაგვაკლდება, გარდა იმისა, რომ გლობალური ომის პარტიას კიდევ ერთხელ გავანაწყენებთ, რომელსაც მეორე ფრონტის არ გახსნის გამო, ჩვენგან წყენა ისედაც არ აკლია. 

თქვა ბიძინა ივანიშვილმა რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე.

კომენტარები