ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი: 2012 წელს გარედან დანიშნული პოლიტიკოსების გასტუმრებით მისია შესრულებული მეგონა

როდესაც 2012 წელს გარედან დანიშნული უსამშობლო პოლიტიკოსების სისხლიანი რეჟიმი გავისტუმრეთ, ვფიქრობდი, რომ ჩემი მისია სრულად მქონდა შესრულებული - ქართველ ხალხს დავუბრუნეთ საარჩევნო უფლება, ციხიდან გავათავისუფლეთ 15 ათასი პატიმარი, სრულიად აღვკვეთეთ პატიმრების წამება და არაადამიანური მოპყრობა, დავასრულეთ ნაციონალური მოძრაობის მედია მონოპოლია, გავათავისუფლეთ ბიზნესი, ქვეყანას მოვუტანეთ გრძელვადიანი მშვიდობა და გაძლიერებული უსაფრთხოება.

ვფიქრობდი, რომ 2012 წელს ჩემი მისია სრულად შევასრულე, თუმცა არ აღმოჩნდა ეს საკმარისი - ჩვენ კვლავაც გვიწევს ბრძოლა თავისუფლებისა და სუვერენიტეტისათვის, რათა ავასრულოთ ილია ჭავჭავაძის შეგონება, რომ ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გვეყუდნოდეს. ამიტომ, პრინციპულად და თავდადებით, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, პირადად მე განვაგრძობ ბრძოლას საქართველოს, ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტის სრულად აღსადგენად.

თქვა ბიძინა ივანიშვილმა რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე.

კომენტარები