რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანა. ამ ეტაპზე დაღუპულია 4 და დაჭრილია 28 ადამიანი.
იერიშის შედეგად ოდესის იურიდიული აკადემიის შენობას ცეცხლი გაუჩნდა.
"დაშავებულია 28 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი (16 და 5 წლის) და ერთი ორსული ქალი. ოთხი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა". – ამბობს ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.