უქმე დღეები

მთავრობამ 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოაცხადა

ქართული ოცნება

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2024 წლის 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა. დოკუმენტს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი უკვე მოაწერა.

"დოკუმენტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, საჭიროების მიხედვით, კომპეტენციის ფარგლებში თავად განსაზღვროს ის სამსახურები და მოსამსახურეები, რომლებზეც დადგენილებით განსაზღვრული უქმე დღეები არ გავრცელდება.

დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე, ასევე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობასა და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე" - აცხადებს საქართველოს მთავრობა.

აღდგომის დღესასწაულის გამო, 3 და 6 მაისიც უქმე დღეებია, ასევე, უქმეა 9 მაისი. შესაბამისად, მთავრობის დადგენილებით და შაბათ-კვირის გათვალისწინებით, ოფიციალური დასვენება 13 მაისამდე ცხადდება.

კომენტარები