რუსული კანონი

მოქალაქეები აქციაზე დასწრების მსურველებს თბილისში დასარჩენად სახლებს სთავაზობენ

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეობის მსურველებისთვის სოციალურ ქსელში ჯგუფი შეიქმნა, სადაც მოქალაქეები დასარჩენად სახლებს სთავაზობენ მათ, ვინც ვერ ახერხებს აქციის დღეს შინ დაბრუნებას. ჯგუფს სახელად დაიტოვე ჰქვია.

"ჯგუფი შეიქმნა ადამიანების დასაკავშირებლად.

მათი, ვისაც აქციაზე უნდა ყოფნა, თუმცა ცხოვრობენ რეგიონებში და ვერ ახერხებენ იმავე დღეს, გვიან, შინ დაბრუნებას და მათი, ვინც ცხოვრობს თბილისში და აქვს შესაძლებლობა თანამოაზრეები დაიტოვონ შინ, აქციის დასრულების შემდეგ". - წერია ჯგუფის აღწერაში.

დღეს, 30 აპრილს 19:00 საათზე პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება.

ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.

კომენტარები