რუსული კანონი

ჯანდაცვა: აქციაზე საკმარისი რაოდენობის სასწრაფოა, 3 სამართალდამცველი ჰოსპიტალიზებულია

ტაბულა

ჯანდაცვის სამინისტროს მტკიცებით, დეზინფორმაციაა, რომ აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადების არასაკმარისი რაოდენობა იმყოფება.

"საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების საკმარისი რაოდენობა, სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებას. ამ დროისთვის განხორციელდა სამი სამართალდამცველის ჰოსპიტალიზაცია" - აცხადებს სამინისტრო.

რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის მოწინააღმდეგეების მიმართ შსს-მ არაერთხელ გამოიყენა წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი, ასევე, სცადა მათი წყლის ჭავლით დაშლა. გარდა ამისა, სპეცრაზმმა სცემა მომიტინგეებს.

კომენტარები