რუსული კანონი

ხაბეიშვილს სპეცრაზმი სასტიკად გაუსწორდა, ენმ-ში ამბობენ, რომ ის გატაცებულია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცრაზმი სასტიკად გაუსწორდა. ამასთან, პარტიაში ამბობენ, რომ ხაბეიშვილი "რამდენიმე წუთის წინ, ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით, საქართველოში რუსული რეჟიმის წარმომადგენლებმა გაიტაცეს".

"დაკავების მომენტში იგი აქციაზე დაშავებულ მოქალაქეს ეხმარებოდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს ლევან ხაბეიშვილის ფიზიკური უსაფრთხოება და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს იგი" - აცხადებს პარტია.

რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის მოწინააღმდეგეების მიმართ შსს-მ არაერთხელ გამოიყენა წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი, ასევე, სცადა მათი წყლის ჭავლით დაშლა. გარდა ამისა, სპეცრაზმმა სცემა მომიტინგეებს.

კომენტარები