რუსული კანონი

კოფი: ოცნების ლიდერები დიდ დროს ატარებენ უნგრეთში ულტრა კონსერვატიულ კონფერენციაზე

მიმართვები, რომელიც გუშინ ქართული ოცნების, განსაკუთრებით ივანიშვილის მხრიდან მოვისმინეთ იყო სიგიჟის ზღვარზე მყოფი.

ივანიშვილის მუქარა ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების დასჯის შემძრწუნებელია - ეს არის ის, რასაც შეიძლება მოელოდე ბელარუსისგან, არა საქართველოსგან.

ასევე, ქართული ოცნების პარტიის ლიდერებისგან მუდმივი მითითება “გლობალური ომის პარტიისკენ” (რომელიც აშშ-სა და ევროპული ქვეყნების მხრიდან უკრაინის თავდაცვის შეიარაღებას გულისხმობს) მეუბნება, რომ ოცნების ლიდერები ზედმეტად დიდ დროს ატარებენ უნგრეთში ულტრა კონსერვატიულ კონფერენციაზე.

მე არასდროს მსმენია ვაშინგტონს საქართველოსთვის “მეორე ფრონტის გახსნისკენ” მოეწოდებინოს რუსეთის წინააღმდეგ - ნებისმიერი ვინც სხვა რამეს აჟღერებს იტყუება.

ასევე, ეს პარანოიული ობსესია ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და სააკაშვილის მიმართ (რომლებიც ძალაუფლების სათავეებში ათზე მეტი წლის წინ იყვნენ, ღვთის გულისათვის!) მენტალური დაავადება გახდა.

როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობარი და დამკვირვებელი, ვცადე დამეიგნორებინა ქვეყნის შიდა პოლიტიკა და ვფოკუსირებულიყავი სტრატეგიულ ასპექტებზე აშშ-სა და საქართველოსთან მიმართებით.

ცხადია, რომ ქართული ოცნებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაცია აღარ არის სერიოზული, სამაგიეროდ მათში სიმპათიას აღძრავს, როცა მათი პოლიტიკა ხშირად ესადაგება მოსკოვისას.

საქართველოს შიგნით ნებისმიერი ცვლილება, ისევ ქართველი ხალხიდან უნდა მოდიოდეს - ოქტომბრის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ მხრივ - გრძელი და ცხელი ზაფხული გველოდება.

მივმართავ ჩემს მეგობრებს ქართულ ოცნებაში - ვიცი, რომ იცით რაც ახლა ხდება ცუდია ქვეყნისთვის.

მივმართავ ჩემს მეგობრებს ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაში - იდექით მყარად და უსაფრთხოდ!

წერს ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, ლუკ კოფი X-ის პლატფორმაზე

 

 

კომენტარები