რუსული კანონი

ვინ და როგორ ეხმარება აქციაზე დასწრების მსურველებს – ინფორმაცია ჯგუფებსა და ფონდებზე

ლუკა ახალაია/ტაბულა

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეობის მსურველებისთვის სოციალურ ქსელში ჯგუფი შეიქმნა, სადაც მოქალაქეები დასარჩენად სახლებს სთავაზობენ მათ, ვინც ვერ ახერხებს აქციის დღეს შინ დაბრუნებას. ამასთან, ჯგუფის წევრები სთავაზობენ მგზავრობის დაფინანსებას იმ ადამიანებს, ვისაც თბილისში აქციაზე ჩამოსვლა უნდათ. ჯგუფს სახელად დაიტოვე ჰქვია.

"ჯგუფი შეიქმნა ადამიანების დასაკავშირებლად.

მათი, ვისაც აქციაზე უნდა ყოფნა, თუმცა ცხოვრობენ რეგიონებში და ვერ ახერხებენ იმავე დღეს, გვიან, შინ დაბრუნებას და მათი, ვინც ცხოვრობს თბილისში და აქვს შესაძლებლობა თანამოაზრეები დაიტოვონ შინ, აქციის დასრულების შემდეგ". - წერია ჯგუფის აღწერაში.

სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი საკუთარი საქველმოქმედო "ნანუკას ფონდის" ანგარიშებსაც ავრცელებს, რომლის მიზანია: 

  • "ქუჩაში დარჩენილი ადამიანებისთვის საკვების მიწოდება.
  • ფიზიკურად დაზიანებული ადამიანებისთვის საავადმყოფოს ხარჯები. ასევე, ყველა ხარჯი რაც ჯანმრთელობის აღდგენასთანაა კავშირში.
  • ღია ცის ქვეშ დარჩენილი ადამიანებისთვის, სასიცოცხლოდ აუცილებელი ნივთების შეძენა" -  წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

როგორც ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს, ფონდში შეგროვილი თანხით პროტესტის მონაწილეებს აქციაზე საჭირო საშუალებებითაც დაეხმარებიან.

"ფონდზე 177 ათასი ლარია. რამდენიმე

წუთში გეტყვით სად უნდა მიხვიდეთ, ქაშუეთის ეკლესიასთან , სადაც მოგცემთ სათვალეებს, აირწინაღებს, ფიზიოლოგიურ ხსნარს, მარლებს"

ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდის ანგარიშის ნომრებია:

საქართველოს ბანკი: #GE43BG0000000345851499

მიმღები: ნანუკას ფონდი

თიბისი ბანკი: #GE70TB7065736080100011

მიმღები: ნანუკას ფონდი

Paypal: [email protected] მიმღები: Nanuka's Fund.

აქციის მონაწილეების მხარდასაჭერად თანხას აგროვებენ ამერიკელი ემიგრანტებიც.

"ემიგრანტების საკმაო რაოდენობა მოვიპატიჟე ჯგუფში! გქონდეთ ჩვენი იმედი!#ძალაერთობაშია #ძირსრულიხელისუფლება ამერიკელები ვრიცხავთ ზელეზე (929) 363-3603 Ninuka Borchkhadze " - წერს ჯგუფ დაიტოვეს ერთ-ერთი წევრი. 

რუსული კანონის საწინაარმდეგო აქცია პარლამენტთან 17:00 საათზე დაიწყო და ამ წუთებში მიმდინარეობს. 

ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.

კომენტარები