რუსული კანონი

"სუს-ის ხალხი იყო" - აქტივისტებს ცირკთან თავს დაესხნენ

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის რამდენიმე მონაწილეს ცირკთან თავს დაესხნენ. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. კადრებს TV პირველი ავრცელებს.

"სუს-ის ხალხი იყო, ძიუდოისტები, ჯუდო ნომრებით, ტოიოტა კამრი მოვიდა, გააჩერეს, ველოსიპედიან კაცს დაარტყეს მანქანა, ვეხმარებოდით, გადმოცვივდნენ და გალახეს კაცი" - ამბობს ერთერთი აქტივისტი.

ტაბულასთან საუბარში ერთერთი დაშავებული, ნუკრი კაკულია ამბობს, რომ "სავარაუდოდ, ზონდერები იყვნენ".

"ცოტა ხალხი დაინახეს და პირდაპირ დაიწყეს ჩვენი ცემა, ცოტანი ვიყავით ჩვენ, მოგვერივნენ, რა. პირდაპირ გაგვისწორდნენ, ერთი ბიჭი ძალიან სცემეს, სასწრაფომ წაიყვანა წეღან" - ამბობს კაკულია.

კომენტარები