რუსული კანონი

უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძის თქმით, თავისუფლების მოედანზე მის შვილს სცემეს

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის ინფორმაციით, 1-ელ მაისს თბილისში, თავისუფლების მოედანზე, ზვიად ხარაზიშვილის (ხარებას) დაჯგუფების წევრებმა მის შვილს სცემეს, რის მერეც ჯერ საავადმყოფოში გადაიყვანეს შემდეგ კი დუშეთის რაიონის იზოლატორში 48 საათით გააჩერეს.

"სამი დღის უკან ჩემი შვილი იქნა სასტიკად ნაცემი თავისუფლების მოედანზე, იმ დროს როცა მანქანას აჩერებდა - არც კი იყო მისული პროტესტის ადგილამდე. მიესია ბანდა, ხარებას თამადობით - ხარებაც უშუალოდ იქ იყო. სასტიკად სცემეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი შვილი იყო. რის შედეგადაც, უკვე მძიმე მდგომარეობაში, ჯერ საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ დუშეთის რაიონის იზოლატორში, ღამით გაათავისუფლეს, ღამის 2 საათზე - 48 საათის შემდეგ და კიდევ ვიმეორებ, არის ძალიან სასტიკად ნაცემი, მხოლოდ იმიტომ, რომ არის ჩემი შვილი". - ამბობს ნადირაძე ვიდეომიმართვაში.

"ალბათ, ჩემს პასუხს უნდა ელოდო, მაგრამ შენს, თქვენს ოჯახებს ჩემთვის არაფერი დაუშავებიათ". - ნადირაძე ვიდეოში ხარებას პირადად მიმართავს.

"ხარება, ისე როგორ უნდა დაეცე, თუ რამის გაკეთება გინდა და რამის ტრა*ი გაქვს, აგერ ვარ ჩამოდი და გამეცი პასუხი… შვილს როგორ ეხები, ბიჭო. ოჯახი და შვილი არის წმინდა. ახლა შენ [ხარება] ალბათ, ჩემს პასუხს უნდა ელოდო, მაგრამ შენს, თქვენს ოჯახებს ჩემთვის არაფერი დაუშავებიათ. ასე, რომ, დღესდღეობით, ჩვენს ახალ, ლამაზ თაობას, რომელთაც მოძრაობა აქვთ დაწყებული სამშობლოსათვის, მე არ მაქვს უფლება, რომ ჩემი რაღაც მოქმედებით ხელი შევუშალოთ. იმისთვის, რომ თქვენ რუსმა კაგებეშნიკებმა რამე ჩირქი არ მოსცხოთ და შავი პიარი არ აუგოროთ. განათლებული თაობა, რომელიც მართლაც ბოლოს მოგიღებთ". - თქვა ნადირაძემ.

კომენტარები