რუსული კანონი

პრეზიდენტმა მიშელთან განვითარებულ მოვლენებზე სატელეფონო საუბარი გამართა - ადმინისტრაცია

სალომე ზურაბიშვილი და შარლ მიშელი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, სადაც "ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ვერავინ გადაიყვანა ევროპული გზიდან, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ევროპისათვის".

"საქართველოს პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ვრცელი სატელეფონო საუბრისას განიხილა: ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და მისი ხელისშემშლელი ფაქტორები, როგორიცაა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ხელმეორედ შემობრუნებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი, ამ კანონპროექტის გამო ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე უწყვეტი სახალხო პროტესტი, საქართველოს პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერის მნიშვნელობა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე." - ავრცელებს ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

კომენტარები