რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

BAZA: მოსკოვის ცენტრში შეაჩერეს მანქანა, რომელსაც უპილოტო საფრენი აპარატი გადაჰქონდა

კადრი ვიდეოდან, რომელსაც BAZA არვცელებს

ტელეგრამ-არხი BAZA წერს, რომ მოსკოვის ცენტრში შეაჩერეს მანქანა, რომელსაც დაშლილი უპილოტო საფრენი აპარატი გადაჰქონდა. 

BAZA-ს ინფორმაციით, ავტომობილში რამდენიმე ადამიანი იჯდა, რომელთაგან ერთ-ერთი დარეგისტრირებული იყო იაკუტიაში, ისე, როგორც თავად მანქანა. დანარჩენი პირები კრასნოდარისა და ლენინგრადის ოლქებიდან იყვნენ. 

მანქანის გარშემო რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების თანამშრომლები მუშაობენ.

შემთხვევა მოხდა მაშინ, როცა პარალელურად უკრაინულ დრონებს რუსეთის ოლქ ბელგოროდზე იერიშები მიაქვს. 

 

კომენტარები