რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პისტორიუსი: მნიშვნელოვანი სტრატეგიული ამოცანაა, რომ პუტინმა ომში წარმატებას არ მიაღწიოს

REUTERS/Ints Kalnins

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის თქმით, უკრაინის ომში წყდება საკითხი იმის შესახებ, შეუძლიათ თუ არა დემოკრატიულ ქვეყნებს, თავი დაიცვან.

პისტორიუსის თქმით, ვლადიმირ პუტინმა ამ ომში წარმატებას არ უნდა მიაღწიოს, რადგან ეს მსოფლიო წესრიგისთვის უდიდესი საფრთხეა.

"პუტინმა არ უნდა მიაღწიოს წარმატებას თავის აგრესიულ ომში. ამ ომში წყდება საკითხი იმის შესახებ, შეუძლიათ თუ არა დემოკრატიულ ქვეყნებს თავის დაცვა. ეს მნიშვნელოვანი სტრატეგიული ამოცანაა ევროპისთვის, პუტინის ომი უდიდესი საფრთხეა მსოფლიო წესრიგისთვის". - თქვა პისტორიუსმა.

ამავდროულად, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის შემდგომი ერთიანი მხარდაჭერა, მნიშვნელოვანია.

ბორის პისტორიუსი 9 მაისს აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს შეხვდება. 10 მაისს კი კანადელ კოლეგასთან, ბილ ბლერთან გამართავს შეხვედრას.

კომენტარები