არჩევნები 2024

აქუბარდია: გარანტიას მე გაძლევთ, ვერც ენმ მართავს ქვეყანას ერთპარტიულად და ვერც ოცნება

სააკაშვილის დამცველი არასდროს არ ვყოფილვარ, მაგრამ როდესაც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ეს ყველაფერი მშვიდობიანად უნდა მოხდეს, ეს ფაქტია.

ქართული ოცნება“კონსტიტუციური ჩარჩოდან გავიდა. ქართული ოცნებაა პასუხისმგებელი მთელ იმ პროცესებზე, რომელიც საფრთხეს უქმნის ამ ქვეყნის რეალურ სუვერენიტეტს და რაც არ უნდა წარმოაჩინონ ახლა მიხეილ სააკაშვილი ბუად და დაერიონ კრიტიკულად მოაზროვნე ყველა ადამიანს იმ მოტივით, რომ ისინი არიან ნაცები, ეს ქართულ ოცნებას ვერ უშველის. ა

მით ისინი ფაქტობრივად აძლიერებენ ნაციონალურ მოძრაობას. რაც, როგორც ჩანს, ასევე ივანიშვილის არასწორი ტაქტიკაა. იმიტომ, რომ საქართველოში არც ნაციონალური მოძრაობა მობრუნდება ერთპარტიულად და ვეღარც ქართული ოცნება ვერ გააგრძელებს ამ ქვეყნის მართვას ერთპარტიულად, ამის გარანტიას მე გაძლევთ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, თქვა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქსტატუსზე.

კომენტარები