რუსული კანონი

ბოკერია: სწორედ იმიტომ, რომ ასე ეშინიათ, აუცილებელია პროტესტის გაგრძელება და გაფართოება

გუშინდელი ნაბიჭვრული თავდასხმები გია ჯაფარიძეზე, დიმა ჩიქოვანზე და ლაშა ღვინიანიძეზე არის საბუთი, თუ როგორი შეშინებული არის ივანიშვილის რეჟიმი იმ პროტესტით და საზოგადოების ერთიანობით, რასაც ჩვენ ვხედავთ ამ დღეებში. ეს რეჟიმი წლებია პროპაგანდას ეწევა, რომ არ აგარევინებთ და გლობალური ომის პარტია გვიპირისპირდება და მშვიდობას ვიცავთო. სინამდვილეში, საკუთარ ხალხთან და თავისუფალ სამყაროსთან დაპირისპირებული ერთადერთი ომისა ძალადობრივი არეულობის პარტია, ჩვენი თავისუფლების წინააღმდეგ, ჩვენ მტერთან, რუსეთთან შეკრული არის ივანიშვილი. სწორედ იმიტომ, რომ ასე ეშინიათ, აუცილებელია ამ პროტესტის გაგრძელება და გაფართოება. 

ამბობს ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია. 9 მაისს, ღამის საათებში რუსულ რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტის 3 მონაწილეს თავს დაესხნენ სადარბაზოებთან, ქუჩებსა და სახლშებთან და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

კომენტარები