რუსული კანონი

პოლიცია სამხედრო ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლში რჩება, ადვოკატს არ ახვედრებენ

უჩა აბაშიძე
კადრი უჩა აბაშიძის ვიდეოდან  

22:20-ისთვის პოლიცია კვლავ სამხედრო ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლში რჩება.

აქამდე ბლოგერის ყოფილი მეუღლე სოციალურ ქსელში წერდა, რომ პოლიციამ უჩა აბაშიძეს მობილურ ტელეფონზე წვდომა და ადვოკატთან დარეკვის უფლება შეუზღუდა. ამავე ცნობით, ჩხრეკენ ბლოგერის ამჟამინდელი პარტნიორის საცხოვრებელსაც.

უცნობია რა მიზეზით ჩხრეკს პოლიცია უჩა აბაშიძის ბინას. 

სახლთან მობილიზებულია პოლიცია. შეიკრიბნენ დემონსტრანტებიც და უჩა აბაშიძის მეგობრები.

"ადვოკატს საგამოძიებო უწყება უჩა აბაშიძესთან შეხვედრის შესაძლებლობას უზღუდავს. აღნიშნული ცალსახად წარმოადგენს ამ პირის დაცვის უფლების შეზღუდვას, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია." – წერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

ასევე, საია-ს ცნობით, "ადგილზე მისულია არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატი, რათა დაიცვას უჩა აბაშიძის ინტერესები და დაესწროს საგამოძიებო მოქმედებებს, თუმცა, უწყება არ აძლევს მას ბინაში შესვლის და მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან შეხვედრის შესაძლებლობას."

გასულ კვირებში უჩა აბაშიძე წერდა ვიდეობს, რომლებშიც რუსული კანონის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებს ურჩევდა, როგორ დაეცვათ თავი საპროტესტო აქციებზე.

კომენტარები