რუსული კანონი

ყურუა: თითი მაქვს მოტეხილი, ტვინის შერყევა და დაბეჟილობები

მარჯვენა ხელზე საჩვენებელი თითი მაქვს მოტეხილი, სხვადასხვა ადგილზე დაბეჟილობა და ტვინის შერყევა. ისეთი არაფერი, რაც არ მომირჩება, უბრალოდ, ამ ტკივილს, რასაც ახლა ვგრძნობ, მინელებს ის, რომ ვხვდები, ქართული ოცნების წევრებს უფრო ტკივათ და ისინი უფრო შეშინებულები არიან.

თქვა გირჩი-მეტი თავისუფლების წევრმა, ბორის-ჩელე ყურუამ ფორმულასთან საუბარში. გუშინ, 9 მაისს ყურუას სახლთან რამდენიმე პირი დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა.

კომენტარები