რუსული კანონი

სამხარაძე: ხომ იცი, რომ შენს დედას მოვ***ავ, ჩემ ყ*ეს მოხვალთ თქვენ ხელისუფლებაში

ქართული ოცნება

სოციალურ ქსელში ვრცელდება უმრავლესობის დეპუტატის, დიმიტრი სამხარაძის მუქარის და გინების შემცველი მესიჯები, ხმოვანი შეტყობინებები და აუდიო ჩანაწერები. 

პირველად Facebook-ზე მოქალაქე ნათია გაბრავამ გაავრცელა მისი და დიმიტრი სამხარაძის პირადი მესიჯები. 

"საღამოს, 21:56 საათზე მომდის სამხარაძის მოკლე ტექტური შეტყობინებები, სადაც მაბრალებს მისი შვილის ჯანრმთელობის დაზიანების მუქარის შემცველი მესიჯის გაგზავნას და მადანაშაულებს მისი შვილის მოკვლის გეგმაში მონაწილეობას". - წერს ნათია. 

ცოტახანში ის განახლებულ ინფორმაციას წერს: "ნახა პოსტი და გრძელდება შეურაცხმყოფელი ვოისები, ასევე, ჩემს მეგობარს ემუქრება ნახვით და პირისპირ ლაპარაკით", ამის შემდეგ პოსტის კომენტარებში ამატებს სამხარაძის ხმოვან შეტყობინებებს. 

"რა დონის ჩათლახები ხართ და რა დონის ბინძურები ხართ... ფუ, თქვენი ბინძური დედას შევე*ი. შენი აყროლებული ნაცი დედას შევე*ი". - ისმის სამხარაძის ხმოვან შეტყობინებაში.

ამის გარდა, ფორმულა ავრცელებს აუდიო ჩანაწერს, სადაც ასევე ისმის დიმიტრი სამხარაძის მუქარა და გინება. 

"აჩვენეთ ყველას, მანდ ვინც გყავთ ქალაჩუნები და უთხარით, რომ დიტო სამხარაძე ერთადერთი აზრით ცხოვრობს ამ ქვეყანაზე, რომ დედის მუ**ლი მოგი**ნათ ყველას...

რომ მოგაგნებ და დედას რომ მოგი***ავ, ესეც ხომ იცი, ხომ იცი, რომ შენს დედას მოვ***ავ. ჩემ ყ*ეს მოხვალთ თქვენ ხელისუფლებაში, ეს დაივიწყეთ. პი**რასტები და ლე**იანკები ვერ მოდიან ხელისუფლებაში". - ისმის აუდიო ჩანაწერში. 

კომენტარები