რუსული კანონი

HRW: პარლამენტმა რუსული კანონი საბოლოო მოსმენით უნდა ჩააგდოს და უკან გაიწვიოს

უფლებადამცველი ორგანიზაცია ჰიუმან რაითს ვოჩი (HRW) ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. 

HRW-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ ხელახლა წარდგენილი გამჭვირვალობის კანონპროექტი, რომელიც ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს დარეგისტრირდნენ, როგორც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაციები" საფრთხეს უქმნის ადამიანთა ფუნდამენტურ უფლებებს ქვეყანაში. 

ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორ, ჰიუ უილიამსონის თქმით, ქართველი პარლამენტარები და სამთავრობო ლიდერები კანონპროექტს ფორმალურად, გამჭვირვალობის სახელით იცავენ, თუმცა არც მის რეალურ მიზანს მალავენ. 

"დამოუკიდებელი ჯგუფების და მედიასაშუალებების მარგიანალიზება, მათთვის უცხოური ინტერესების გამტართა ირალიყის მინიჭებით მიემართება საქართველოში კრიტიკული ხმის ჩახშობას, რომელიც ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონეა ნებისმიერი ტიპის ფუნქციონირებადი დემოკრატიისთვის". - წერია განცხადებაში.

HRW მიიჩნევს, რომ პარლამენტმა რუსული კანონი საბოლოო მოსმენით უნდა ჩააგდოს და უკან გაიწვიოს - განცადებაში ასევე ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს თავისუფალი შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტური უფლებას და დაიწყოს გამოძიება პოლიციის მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენების ფაქტზე 

კომენტარები