რუსული კანონი

ზურა ჯაფარიძეს კვლავ ჩაუსაფრდნენ, მან გამაფრთხილებლად იარაღიდან გაისროლა

ზურა ჯაფარიძე
ტაბულა

გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერ ზურა ჯაფარიძეზე თავდასხმა სცადეს. ჯაფარიძემ იარაღიდან  გამაფრთხილებლად გაისროლა, რის შემდეგაც სავარაუდო თავდამსხმელები გაიქცნენ. 

"ზურაბ ჯაფარიძეს გირჩი ტივის ოფისთან კვლავ დახვდა ჩასაფრებული მანქანა, მერსედესი, გერმანული ნომრებით.

სამი ან ოთხი ადამიანი იყო შიგნით, როგორც კი ზურაბ ჯაფარიძემ მანქანას ჩაუარა, რომ საკუთართან მისულიყო, მანქანიდან გადმოვიდა ნიღბიანი ადამიანი, რა დროსაც ზურაბ ჯაფარიძემ მისი კუთვნილი რეგისტრირებული იარაღიდან ჰაერში განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა ცის მიმართულებით, ნიღბიანი პიროვნება გაიქცა, დანარჩენებს კი დაუყვირა და გაქცევისკენ მოუწოდა.

მანქანამ უმალ დაქოქა და მიწისქვეშა გვირაბის მიმართულებით გაიქცნენ" - განცხადება პარტი გირჩი მეტი თავისუფლებამ გაავრცელა.

ზურაბ ჯაფარიძეს ეზოში გასულ ღამესაც ჩაუსაფრთდნენ. 

"თუ გაინტესებთ როგორ გამოიყურებიან ნიღაბს ამოფარებული კუანა &₾ეები, ახლა დამხვდნენ სახლთან" - დაწერა ჯაფარიძემ საკუთარ Facebook-ზე. 

 

კომენტარები