რუსული კანონი

ბრიტანეთის საელჩო: მოვუწოდებთ მთავრობას აღიკვეთოს დაშინება და გამოიძიონ ყველა დარღვევა

დიდი ბრიტანეთის საელჩო ბოლო დროს აქტივისტებზე მიზანმიმართული ძალადობის შემთხვევებს და სამოქალაქო საზოაგდოების წარმომადგენლებზე თავდასხმებს ეხმაურება და მათ გვერდზე სოციალურ ქსელ Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნეს. განცხადებაში დიდი ბრიტანეთი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს დაუყონებლივ მიიღოს ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება და გამოძიებულ იქნას ყველანაირი უფლებადარღვევა.

"მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებს, უკანონო დაკავებებს, ცემას და პოსტერებს, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების წევრებს მოღალატეებად შერაცხავს, ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში" - წერია დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში. 

კომენტარები