დუმამ რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე (პრემიერმინისტრის ანალოგი რუსეთში) მიხაილ მიშუსტინი აირჩია. პოლიტიკოსმა თანამდებობა მეორედ დაიკავა.
კენჭისყრაში მონაწილეობა 432-მა დეპუტატმა მიიღო. მომხრე – 375, წინააღმდეგი – 0, თავი შეიკავა – 57.
მიშუსტინმა, ისევე, როგორც მთავრობის სხვა წევრებმა, პოსტი 7 მაისს, ვლადიმირ პუტინის ინაუგურაციის შემდეგ დატოვა. პარლამენტში კენჭისყრამდე მიშუსტინს რეკომენდაცია მე-5-ედ არჩეულმა პუტინმა გაუწია.
მიხაილ მიშუსტინმა მთავრობის თავმჯდომარის პოსტი პირველად 2020 წელს დაიკავა. 2010-2020 წლებში მიშუსტინი საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.