რუსული კანონი

ჩერგოლეიშვილი: რეჟიმს მხოლოდ ძალაუფლების გადაბარებაზე შეიძლება ელაპარაკო

საფრთხეები დავინახე 11 მაისის აქციის წინა დღეს, როცა ქართული მედია იჯდა, ოპოზიციური მედია მაქვს მხედველობაში და დისკუსიაში იყო შესული კობახიძესთან.

არა იმიტომ, რომ მტერთან დისკუსიას საჭიროდ არ ვთვლი, მაგრამ მე ვთვლი, რომ მტერი უკვე ისეთ ეტაპზეა მისული, მასთან დისკუსია შეიძლება მხოლოდ ძალაუფლების გადაბარებაზე იყოს, სხვაზე არაფერზე.

ანუ მე ვთვლი, რომ რეჟიმმა გადალახა ის წერტილი, სადაც შეგიძლია, პოლიტიკის ცვლილებაზე ელაპარაკო, რეჟიმი უნდა წავიდეს და შენ შეიძლება მას ელაპარაკო მხოლოდ ძალაუფლების გადაბარებაზე. და იქამდე იმ პროცედურებზე, რაც ძალაუფლების გადაბარებას სჭირდება, იქნება ეს საარჩევნო სისტემა თუ სხვა რამ, რომ გაგიცვალოს, გაგიკეთოს, შეგისრულოს იმ ხალხის ძალით, რომელიც ქუჩაში დგას. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ფოკუსი გასწორდეს.

დავინახე, რომ რაღაც მოლაპარაკებებში შეთრევის საფრთხე არსებობს, რომ ელაპარაკებოდნენ ეს ჟურნალისტები, მიშველაძე, ჟიჟილაშვილი, ეგენი... თან მითუმეტეს, რადგან ამათ პოლიტიკური პარტიების დაგრძელებებად მივიჩნევ, უცებ დავინახე, რომ რაღაცნაირად პოლიტიკური სპექტრი ვაჭრობაშია შესული კანონთან დაკავშირებით, საერთოდ ალაპარაკებს იმაზე, რომ შეიძლება, კანონში რაღაც შეცვალონ და ეს მისაღები იყოს. ეს არის საფრთხე.

არავითარ შემთხვევაში, ერთადერთი კანონი რაც შეიძლება მივიღოთ, არის რუსული გავლენის აგენტების ლუსტრაციის კანონი, რომელსაც გამოვიყენებთ ამ რეჟიმის წინააღმდეგ ცვლილების შემდეგ. სხვა საერთოდ არანაირი ცვლილებებზე საუბარი... ეს ძალიან კარგად უნდა გავაგებინოთ დასავლეთს.

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი Facebook-Live-ში.

კომენტარები