საქართველოს პროკურატურა

ანა სუბელიანის მამაზე თავდასხმისთვის ერთ პირს ბრალდება წარედგინა

პროკურატურამ Tbilisi Pride-ის თანადირექტორის, ანა სუბელიანის მამის, თამაზ სუბელიანის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 11 მაისს, თბილისში, ნუცუბიძის მე-2 მკ/რნ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიტყვიერი შელაპარაკებისას, თ.შ.-მ პირადი განაწყენების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, მის მეზობელს, თ.ს.-ს სახის არეში ხელი დაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებულმა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიიღო". - წერია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, თ.შ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) წარედგინა.

პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს ​ უკვე მიმართა.

კომენტარები