ოდესა

ოდესაში ლენინის ძეგლი დართ ვეიდერის ძეგლად გადააკეთეს

Reuters

ოდესის მერიას ძეგლის აღება ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა ადგილობრივ არტისტ ალექსანდრ მილოვს მისი ვარსკვლავური ომების ვილანად, დართ ვეიდერად გადაკეთების იდეა მოუვიდა. დართ ვეიდერის ძეგლს სხვა საზოგადეობრივი დატვირთვაც აქვს, მის ჩაფხუტში WI-Fi ანტენაა, რომელიც პარკში დამსვენებლებს უფასო ინტერნეტით უზრუნველყოფს. უკრაინის მრავალ ქალაქში ვლადიმირ ლენინის ძეგლები დღესაც არის აღმართული. ქვეყანაში ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა ლენინის ძეგლების აღება აქტიურად დაიწყეს.

კომენტარები