დღის ფოტო

ბორჯომში ხანძართან 4-დღიანი ბრძოლის შემდეგ, მეხანძრეები დასასვენებლად ჩამოსხდნენ

დათო შალიკაშვილი

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობას მეოთხე დღეა, ცდილობენ. ქარისა და მაღალი ტემპერატურის გამო, ხანძრის კერები რამდენჯერმე გაღვივდა და ცეცხლმა მოიმატა. ხანძრის ჩაქრობას ხუთი ვერტმფრენი, ათეულობით მძიმე ტექნიკა და რამდენიმე ასეული მეხანძრე-მაშველი ამ დრომდე ცდილობს.

კომენტარები