დღის ფოტო

არჩილ თალაკვაძემ Facebook-ზე დაწერა, რომ შეჭირვებული ოჯახები მოინახულა

Fb.com/ Archil Talakvadze

ქართული ოცნების დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ Facebook-ზე დაწერა, რომ ოზურგეთში, შემოქმედსა და მაკვანეთში სოციალურად შეჭირვებული ოჯახები მოინახულა.

"თანამედროვე ოფისების, მაღაზიების ვიტრინების და ინტერაქტიული ეკრანების პარალელურად, რჩება სამყარო, რომელშიც სახურავიდან წვიმა ჩამოდის,"- წერს უმრავლესობის წევრი. 

მსგავსი შინაარსის Facebook პოსტი პირველი შემთხვევა არ არის არჩილ თალაკვაძის მხრიდან. ერთი კვირის წინ, მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გზად ადამიანებს დაეხმარა

კომენტარები