დღის ფოტო

"არა ნაცებს, არა ბოროტებას" - თბილისში ახალი ბანერები გამოჩნდა

ტაბულა

საარჩევნო ბანერებზე სალომე ზურაბიშვილის ჩანაცვლების შემდეგ, თბილისში ახალი ბანერები გამოჩნდა. ფოტოზე ყოფილი მაღალჩინოსნები არიან გამოსახული, კერძოდ: ზურაბ ადეიშვილი, მეგის ქარდავა, გრიგოლ ვაშაძე, მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ვანო მერაბიშვილი, ბაჩო და დათა ახალაიები.

ტელეკომპანია "პირველის" ინფორმაციით, ბანერები "პატრიოტთა ალიანსის" დაკვეთით განთავსდა.

კომენტარები