საქართველოს პარლამენტი

მელია: ინაშვილმა მაგიდას როცა დაჰკრა ხელი, საკუთარი საათი გაწყვიტა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ნიკა მელია პატრიოტთა ალიანსის წევრის ირმა ინაშვილის საათის ამსახველ ფოტოს ავრცელებს და მას დღევანდელ ჯილდოს უწოდებს.

"აგერაა მტკიცებულება, თუ რა ძალა აქვს მაჯებში ირმა ინაშვილს - მაგიდას როცა დაჰკრა ხელი, საკუთარი საათი გაწყვიტა, ნუ, ინაშვილმა დღეს დროთა კავშირიც გაწყვიტა.

პ. ს. გადარჩენილი ვარ,მტერს მოხვდა ირმას მარჯვენა" - წერს ნიკა მელია.

დაპირისპირება პარლამენტში

კომენტარები