ასტროფოტოგრაფია

ქართველმა ასტროფოტოგრაფმა მეტეორის მიერ კომეტის გადაკვეთის ფოტო გადაიღო

ჯემინიდის მეტეორის წვიმა ასტრონომიული მოვლენაა, რომელიც ციური სხეულის, 32000 პათეონის მიერაა გამოწვეული. ჯემინიდის მეტეორების წვიმამ წელს პიკს 2018 წლის 14 დეკემბერს მიაღწია. ამ დღეს, ქართველმა ასტროფოტოგრაფმა, ჯეო-ასტროს წევრმა, ბექა მამუკაშვილმა ამ მოვლენის გადაღებისას კადრში დაიჭირა, თუ როგორ გადაკვეთა მეტეორმა კომეტა 46P. 

ჩვეულებრივ, მეტეორის წვიმა მაშინ ხდება, როცა დედამიწა კომეტის მახლობლად აღმოჩნდება. ამ დროს დედამიწის გრავიტაცია მიიზიდავს კომეტის ნაწილაკებს, ატმოსფეროში მოხვედრის შედეგად ისინი ცაზე სინათლის კაშკაშა ზოლებს წარმოქმნიან. ჯემინიდის მეტეორების წვიმა იმ იშვიათ გამონაკლისებში შედის, როცა მეტეორების წვიმის მიზეზი არა კომეტა, არამედ ასტეროიდია. ჯემინიდის მეტეორებზე დაკვირვებისთვის საუკეთესო დრო 6-14 დეკემბერია. 

პოპულარულმა ასტრონომიულმა გამოცემა Universe Today-მ ქართველი ასტროფოტოგრაფის ეს ფოტოები Instagram-ზე გამოაქვეყნა. მისი თქმით, კომეტა 46P კვლავ ხილულია ღამის ბნელ ცაზე.

კომენტარები