ამერიკული სოციალური ქსელი TWITTER 13 წლის გახდა

0 კომენტარი
ფოტო: Twitter.com

პოპულარული ამერიკული სოციალური ქსელი Twitter-ი 13 წლის გახდა. ეს სოციალური ქსელი ძალიან პოპულარულია სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებისა და პოლიტიკოსებისთვის. 

Twitter-ზე მომხმარებლებს შეუძლიათ დაპოსტონ და ერთმანეთთან ინტერაქციაში ე.წ ტვიტების საშუალებით შევიდნენ. ტვიტი თავდაპირველად მკაცრად შეზღუდულ რაოდენობას - 140 სიმბოლოს მოიცავდა, თუმცა 2017 წლის 7 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, ეს რაოდენობა გაორმაგდა. 

დარეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ დაალაიქონ და ტვიტები გადატვიტონ, თუმცა დაურეგისტრირებელ მომხმარებლებს კი მხოლოდ მათი წაკითხვა შეუძლიათ. 

Twitter-ის 2006 წლის 21 მარტს სან-ფრანცისკოში დაარსდა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით 25 ოფისი აქვს. ის ჯეკ დორსიმ, ნაჰ გლასმა, ბიზ სთოუნმა და ივენ უილიამსმა დაარსეს და იმავე წლის ივლისში ჩაეშვა. 

Twitter-ის დამფუძნებლებმა სოციალური ქსელის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად სადღესასწაულო ტორტი გაჭრეს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლადო კახაძე

კომენტარები