არჩევნებში ხმის მიცემის მსურველთა რიგი მოსკოვში, ბელარუსის საელჩოსთან [ფოტო]

0 კომენტარი
ფოტო: MEDUZA

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. 

მოსკოვში, ბელარუსის საელჩოსთან ხმის მიცემის მსურველთა რიგი დილიდან არ წყდება. დაახლოებით, 300-400 მეტრიანი რიგი იყო. დილის 10 საათის მონაცემებით, ხმის მიცემის მოლოდინში 65 ადამიანი იდგა. 

ქვეყნის პრეზიდენტობისთვის 5 კანდიდატი იბრძვის. არჩევნებში მეექვსედ მონაწილეობს მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო. სწორედ მას უწინასწარმეტყველებენ გამარჯვებას. 

ცენტრალურ საარჩევნო კომისიის განცხადებით, არჩევნები უკვე შედგა, რადგან 54%-ზე მეტმა მიიღო უკვე მონაწილეობა.

ხმის მიცემის წინასწარი პროცესი 4 აგვისტოს დაიწყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, აქტივობა რეკორდულია და 41.70%-ს მიაღწია. ყველაზე დაბალი აქტივობა დედაქალაქში იყო, ყველაზე მაღალი გომელსკაიას ოლქში.  

ბელარუსში 5 767 საარჩევნო უბანია და მონაწილეობა 6 844 932 ამომრჩეველმა უნდა მიიღოს. საარჩევნო უბნები ქვეყნის დროით 20:00 საათზე დაიხურება, წინასწარი ეგზიტპოლების შედეგები საღამოს გახდება ცნობილი. 

უკანასკნელ პერიოდში ბელარუსში გაიზარდა ზეწოლა ოპოზიციაზე. ქვეყანაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა, მომიტინგეები პრეზიდენტ ლუკაშენკოს ავტორიტარულ მმართველობას აპროტესტებენ. 

ლუკაშენკოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე და  რა ხდება ბელარუსში, ვრცლად წაიკითხეთ აქ

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები