დღის ფოტო: ლუკაშენკო და მისი 15 წლის ვაჟი ავტომატით

0 კომენტარი

23 აგვისტოს ბელარუსის სამთავრობო არხზე გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო თავის უმცროს, 15 წლის ვაჟთან, ნიკოლაი ლუკაშენკოსთან და თავის პრესმდივანთან, ნატალია ესიმონტთან ერთად ზის. ალექსანდრ ლუკაშენკოს და მის ვაჟს მაგიდაზე ავტომატი უდევთ

ვიდეოში ამბობენ, რომ მთელი დღე ალექსანდრ ლუკაშენკო დამოუკიდებლობის სასახლიდან მუშაობდა. კადრებში ჩანს, რომ ლუკაშენკო მრგვალ ოფისში ტელეფონით ლაპარაკობს, ასევე ვიდეოჩართვა აქვს სხვადასხვა პირთან, ერთ-ერთ კადრში ჩანს იქ დამსწრე ორი მამაკაცი, კიდევ ერთ კადრში კი ჩანს, რომ მრგვალ ოფისში ლუკაშენკო პრესმდივანთან და ვაჟთან ერთად ზის.

23 აგვისტოს მინსკში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. მინსკში დამოუკიდებლობის მოედნიდან მომიტინგეთა ნაწილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლა, სადაც ტერიტორიას სპეცრაზმი იცავდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გაავრცელეს ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო ვერტმფრენით ეშვება ავტომატით ხელში. 

გარდა ამისა, ბელარუსული მედია წერს, რომ მისი თანმხლები ერთ-ერთი შეიარაღებული პირი ნიკოლაი ლუკაშენკო იყო. 

აღსანიშნავია, რომ ლუკაშენკო თავის უმცროს ვაჟთან ერთად არაერთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე ყოფილა, მათ შორის, ქვეყნის ლიდერებთან შეხვედრისას. 

ბელარუსში აქციები დაიწყო 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც, ადგილობრივი ცესკო-ს მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ 80%-ზე მეტი აიღო. ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს. ათასობით ადამიანი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. ქარხნების მუშებმა, სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებმა და ჟურნალისტებმა გაფიცვა დაიწყეს. ბელარუსის ტელევიზიის გაფიცულ თანამშრომლებს რუსი ჟურნალისტებით ანაცვლებენ.

დასტურდება, რომ დღემდე ბელარუსის არჩევნების შემდეგ აქციებზე, სულ მცირე, სამი ადამიანი მოკლეს.

ბელარუსი ოპოზიციონერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, სტივ ბიგენს 24 აგვისტოს შეხვდება ლიტვაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები