Saudi Arabian Airline-ის ავიალაინერი მედინაში ავარიულად დაეშვა

ავარიულად დაშვებული Boeing 767-300

Saudi Arabian Airline-ის კუთვნილი სამგზავრო Boeing 767-300, რომლის ბორტზე 315 ადამიანი იმყოფებოდა, საუდის არაბეთში, მუსლიმთა წმინდა ქალაქ მედინას საერთაშორისო აეროპორტში ავარიულად დაეშვა. ავიალაინერს დაშვებისას უკანა შასი არ გაეხსნა, რის შედეგადაც 29 ადამიანი დაშავდა. თითმფრინავს ირანიდან მედინაში პილიგრიმები მიყავდა.

კომენტარები