ტერაქტი პარიზში

ეგვიპტელმა ჟურნალისტებმა პარიზში მომხდარ ტერაქტებში დაღუპულებს პატივი მიაგეს

EPA

კაიროში დღეს ეგვიპტელმა ჟურნალისტებმა პარიზში მომხდარ ტერაქტებში დაღუპულებს პატივი მიაგეს. მათ ეჭირათ ბანერი არაბულ ენაზე წარწერით: სინდიკატი და სხვა ეგვიპტური ორგანიზაციები გმობენ თავდასხმას ჟურნალისტებზე და ასევე გმობენ ყველა ფორმის ტერორიზმს". დაღუპულების პატივსაცემად ეგვიპტელებს ხელში კალმებიც ეჭირათ. ფრანგულ ჟურნალ Charlie Hebdo-ზე თავდასხმისას, 12 ადამიანი დაიღუპა. ტერორისტებმა ჯამში, მძევლების ჩათვლით, 17 ადამიანი დახოცეს.

კომენტარები