რუსთავი 2-ის საქმე

ქუთაისში რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქციის სამი მონაწილე დააკავეს

რუსთავი 2

ქუთაისში რუსთავი2-ის მხარდამჭერი აქციის სამი მონაწილე დააკავეს. როგორც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, გიორგი თევდორაძე, ამბობს, დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავთ მოთავსებული.

დაკავებულების ადგილსამყოფელი დეპუტატისათვის და ადვოკატისთვის მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებულების ადგილსამყოფელი 3 საათის განმავლობაში გაურკვეველი იყო.

დეპუტატ გიორგი თევდორაძის განცხადებით, დაკავებულია სამი ადამიანი. დღეს საღამოს ჯერ ნიკა ნარსია და მირიან დეისაძე, მოგვიანებით კიდევ ერთი პირი - კახა გაბუნია დააკავეს.

სამივე დაკავებულმა შიმშილობა გამოაცხადა.

კომენტარები