წყალდიდობა საფრანგეთში

სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა საფრანგეთში წყალდიდობას

წყალდიდობა კანის ქუჩებში
stuartdredge / BBC

სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში წყალდიდობის შედეგად. ოფიციალური ინფორმაციით, დაკარგულია კიდევ სამი ადამიანი.

BBC-ის ცნობით, დაღუპულთა ნაწილი, გვირაბებსა და მიწისქვეშა სადგომებში, საკუთარ მანქანებში დაიხრჩო. სამი ხნიერი ადამიანი კი ქალაქ ანტიბის მახლობლად, საცხოვრებელ სახლში გარდაიცვალა.

ფრანგულ რივიერას ძლიერი წვიმა თავს შაბათს საღამოს დაატყდა. გავრცელებული ცნობებით, ქალაქ ნიცაში მხოლოდ ორი დღის მანძილზე ნალექის წლიური საშუალო ოდენობის 10% მოვიდა. დაიტბორა კანის ქუჩები.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ქვეყანას მიუსამძიმრა და მაშველებს, გაწეული მუშაობისთვის, მადლობა გადაუხადა.

 

კომენტარები