ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები

ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატები მოსამართლე მსხილაძის აცილებას მოითხოვენ

ლილი მსხილაძე
რუსთავი 2

თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, ექსპრემიერ ვანო მერაბიშვილის და სხვა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების ადვოკატები მოსამართლე ლილი მსხილაძის აცილებას მოითხოვენ. აღსანიშნავია, რომ მოსამართლე მსხილაძე თავმჯდომარეობს იმ კოლეგიას, რომელიც 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია იმედის საქმეს განიხილავს.

ადვოკატები ფიქრობენ, რომ აღნიშნული მოსამართლე ვერ იქნება ობიექტური, რადგან 7 ნოემბრის მოვლენების დროს მსხილაძე მაშინდელი სახალხო დაცველის სოზარ სუბარის მრჩეველი იყო და სწორედ მან მოამზადა ომბუდსმენის 2008 წლის ანგარიში 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით. მათ ასევე წარმოადგინეს ფოტო და ვიდეომტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მოსამართლე ლილი მსხილაძე დაინტერესებული პირია ამ საქმეში და მისი გადაწყვეტილება ვერ იქნება ობიექტური.

ადვოკატებმა წარმოადგინეს ვიდეოკადრები, სადაც ლილი მსხილაძე საკუთარ აზრს გამოთქვამს ყოფილი ხელისუფლებისა და კონკრეტულად იმ პირების შესახებ, რომლებიც ამ საქმეში არიან ბრალდებული.

ადვოკატების მიერ მტკიცებულებების პრეზენტაციის სახით წარდგენის მოთხოვნამ მოსამართლეებს შორის უთანხმოება გამოიწვია. ორი მოსამართლე დაეთანხმა ასეთი ფორმით მტკიცებულებების ჩვენებას, რის გამოც მსხილაძემ მათ არაკომპეტენტურები უწოდა. შედეგად, ერთ-ერთმა მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ თვითაცილებას მოახდენს.

ადვოკატებმა მტკიცებულებად ფეისბუქზე დაწერილი სტატუსებიც წარადგინეს, რაც, მათი თქმით, მოსამართლე ლილი მსხილაძეს ეკუთვნის. ადვოკატების განცხადებით, აღნიშნული წინა ხელისუფლების მიმართ მის დამოკიდებულებას გამოხატავს. მსხილაძემ კი თქვა, რომ მას არ აინტერესებს, ფეისბუქზე რა წერია. ტაბულა წარმოგიდგენთ რამდენიმეს:

 

კომენტარები