NASA

NASA: პლუტონზე არსებობს წითელი წყალი - ყინულის სახით, მისი ცა კი, ლურჯია

JHUAPL / NASA

"პლუტონზე არსებობს წყალი - ყინულის სახით, რომელიც საოცრად წითელია, თუმცა, ეს ყველაფერი არ არის", - აცხადებს NASA-ს მეცნიერი, დოქტორი ალან სტერნი. მორიგმა დაკვირვებებმა პლუტონზე დაადასტურა, რომ პლუტონის ცა ლურჯია. მეცნიერები აქამდე ფიქრობდნენ, რომ პლუტონის ცა ნაცრისფერი ან წითელი უნდა ყოფილიყო.

მზის სისტემაში პლუტონი დედამიწის შემდეგ მეორე პლანეტაა, რომლის ცაც ლურჯია. ალან სტერნის აზრით, სავარაუდოა, რომ პლუტონზე არსებობს ამინდი და ატმოსფეროც. ის თვლის, რომ უკანასკნელი აღმოჩენები (მარსის ზედაპირზე აღმოჩენილი მდინარის წყალი, პლუტონზე აღმოჩენილი ყინულები და ლურჯი ცა) გვაძლევს იმის ვარაუდის საშუალებას, რომ სამყაროში დედამიწის გარდა, სხვაგანაც არის სიცოცხლე. 

კომენტარები