NATO-ს რეზოლუცია

NATO საქართველოს PACE-ს რეკომენდაციების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებს

AP

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ ყოველწლიურ სესიაზე მიღებული რეზოლუცია გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ეუთო-ს ჰელსინკის დეკლარაციაში გათვალისწინებული რეკომენდაციების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებს.

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს, ბოსნია და ჰერცეგოვინას, მონტენეგროსა და მაკედონიის ალიანსში გაწევრიანების მისწრაფებების მხარდაჭერას. 

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 1 ოქტომბერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია "წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენება წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან მიმართებით" მიიღო. როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენების საფუძვლები დაფიქსირდა, მათ შორის პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაცია და დაკავებულებზე ზეწოლა. ევროსაბჭო მოუწოდებს საქართველოს, მიიღოს ზომები, რათა შემცირდეს ქვეყანაში წინასწარი პატიმრობა.

PACE-ს რეზოლუცია მმართველ გუნდში კრიტიკულად შეაფასეს. 

კომენტარები