NDI-ის კვლევა

NDI: 31% მხარს უჭერს რუსეთის დაფუძნებულ ევრაზიულ კავშირს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას მხარს გამოკითხულთა 31% უჭერს. NDI-მ კითხვა ორი ფორმულირებით დასვა - "უჭერთ თუ არა საქართველოს გაწევრიანებას ევრაზიულ კავშირში" და "უჭერთ თუ არა გაწევრიანებას ევრაზიულ კავშირში, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ არის დაარსებული". კითხვის ა და ბ ვარიანტები NDI-მ რესპონდენტთა ორ სხვადასხვა წარმომადგენლბით ჯგუფს დაუსვა. მიზანი იყო, გამოეკვლია განსხვავება პასუხებს შორის რუსეთის ხსენების შემთხვევაში და მისი ხსენების გარეშე. თუმდა, პასუხები ორივე შემთხვევაში ანალოგიური აღმოჩნდა.

გამოკითხულთა ორივე ჯგუფიდან 31% პასუხობს, რომ მხარს უჭერს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას. ასევე ორივე ჯგუფიდან 46-46% პასუხობს უარყოფითად. 

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 8 აგვისტო-10 სექტემბრის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით, 4448 ადამიანი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

კომენტარები