რუსთავი 2-ის საქმე

რუსთავი 2-ის საქმეზე სასამართლო სხდომა 11:00-ზე დაიწყება

რუსთავი 2

თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმეზე სასამართლო სხდომა 11:00 საათზე დაიწყება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, შესაძლოა, სწორედ დღევანდელ პროცესზე დააკმაყოფილოს მოსამართლემ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელი და აღსრულების ფურცელიც გამოწეროს.

რუსთავი 2-ის ადვოკატები დღევანდელ პროცესზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძის აცილებას მოითხოვენ და კერძო აუდიტორული კომპანიის დასკვნამდე, სხდომის გადადების შუამდგომლობას დააყენებენ. აუდიტორულმა კომპანიამ უნდა შეისწავლოს, რეალურად რა ღირებულების იყო ის წილი ტელეკოპანიაში, რომელსაც ხალვაში ფლობდა, როდესაც მან წილი გაყიდა.

პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან ტელეკომპანიის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

კომენტარები