დანაშაულის სტატისტიკა

შსს: სექტემბერში სიცოცხლის წინააღმდეგ დანაშაული 8.5%-ით გაიზარდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, 2015 წლის სექტემბრის თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სიცოცხლის წინააღმდეგ დანაშაული 8.51%-ით გაიზარდა.

კერძოდ, წელს სექტემბერში სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 102 ფაქტი დაფიქსირდა, გასულ წელს კი, 94. გაზრდილია განზრახ მკვლელობის (+3 შემთხვევა), მკვლელობის მცდელობის (+5 შემთხვევა) და თვითმკვლელობამდე მიყვანის (+4 შემთხვევა) ფაქტები. 

კომენტარები