არჩევნები შვეიცარიაში

შვეიცარიის საპარლამენტო არჩევნებში სახალხო პარტიამ გაიმარჯვა

0 კომენტარი
ფოტო: Ruben Sprich / Reuters—REUTERS

მემარჯვენე "შვეიცარიის სახალხო პარტიამ" კვირას ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. მან ხმების თითქმის 30% დააგროვა და 65 სადეპუტატო მანდატი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ამდენი მანდატი 1960-იანი წლების შემდეგ, არცერთ შვეიცარიულ პარტიას არ მიუღია. ასევე, პარლამენტში მანდატები გაიზარდა მემარჯვენე "ლიბერალურმა პარტიამ".

ცნობილია, რომ სახალხო პარტია მხარს უჭერს შვეიცარიის ნეიტრალიტეტს, მიგრაციის შეზღუდვას, მიგრანტებისთვის კვოტების დაწესებასა და ისლამიზაციასთან ბრძოლას.

Reuters-თან საუბრისას, პარტიის ლიდერმა ტონი ბრუნერმა განაცხადა, რომ შვეიცარიელი ხალხი შეშფოთებულია ევროპაში მიმდინარე მასობრივი მიგრაციით.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ზურა ჯაფარიძე

კომენტარები